Saturday, March 13, 2010

სუფთა და დანაგვიანებული გარემო

1. პროექტის სახელი: სუფთა და დანაგვიანებული გარემო.

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქში არსებულ პრობლემებს, როგორიცაა გარემოს დაბინძურება, წყლის მომარაგება და ეკოლოგიური პრობლემები.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეების მიერ მოხდება გაცნობა ქალაქში არსებული პრობლემების, როგორიცაა გარემოს დაბინძურება. დააკვირდებიან ბუნებას, რით არის იგი მიმზიდველი და ლამაზი? დააკვირდებიან როგორ ანაგვიანებენ ადამიანები გარემოს. გაანალიზებენ რომ დანაგვიანებული გარემო არის არასასიამოვნო სანახავი და ჯანმრთელობისათვის მავნებელი.

ჩატარებული ანალიზების შედეგებით დაანახებენ ყველას რომ დაბინძურებული გარემო არასასიამოვნო სანახავია, რის შედეგადაც ვრცელდება საშიში დაავადებები.

კლასში შეიქმნება ჯგუფი რომლებიც მოიძიებენ ლიტერატურულ მასალებს, სურათებს და ვიდეო მასალებს, სუფთა და დანაგვიანებული გარემოს შესადარებლად. ამ აქციაში მონაწილეობისათვის ჩართავენ პარალელური კლასის მოსწავლეებსაც.

4. მონაწილეთა ასაკი: 8-10 წელი III-IV კლასის მოსწავლეები.

5. ვადების ხანგრძლივობა: 2-3 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, პლაკატების შექმნა, პრობლემის გადაჭრის გზების ჩამოყალიბება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: გაესაუბრებიან ავტორიტეტულ ადამიანებს ამ თემასთან დაკავშირებით და გააკეთებენ აუდიო ჩანაწერებს. გადაიღებენ ფოტო და ვიდეო მასალებს დაბინძურებულ წყლებზე, დანაგვიანებულ გარემოზე და დააფიქსირებენ იმ ადამიანებს ვისაც წვლილი მიუძღვის გარემოს დაბინძურებაში. შექმნიან ფოტო ალბომს და მოაწყობენ აქციას თემასთან დაკავშირებით. მოხდება მოპოვებული მასალის გაცნობა, გაიმართება დისკუსია მოსალოდნელ საშიშროებებზე. მოეწყობა აქცია თემაზე: "სუფთა გარემო, მშვენიერი სანახავია". გაამზადებენ პლაკატებს თემაზე: ქაღალდის ერთი ნაგლეჯიც რომ დააგდო ძირს იცოდე გარემოს დაანაგვიანებ!

8. სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტით მოსწავლეებს სურთ შეიტანონ მნიშვნელოვანი წვლილი დაბინძურებული გარემოს პრობლემების გადაჭრაში. პარალელური კლასის მოსწავლეებთან ერთად მოუარონ და იზრუნონ გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: განუვითარდებათ ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული კვლევითი ინფორმაციის მოძიების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: მშობლიური ენა, შრომითი სწავლება, ხელოვნება, ბუნება, ისტორია.

11. პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან ბურდული, თბილისის №182-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი.

12.. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: q.burduli@gmail.com

13.. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://qetiburduli.blogspot.com